არიზონის შტატის რესპუბლიკელი სენატორი, მართა მაქსალი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის გადადგომას მოითხოვს, _ ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
როგორც სენატორი აცხადებს, ადანო ჩინეთს კორონავირუსის გავრცელების შესახებ რეალური ინფორმაციის დამალვის ხელშეყობაში ადანაშაულებს.
“არასოდეს ვენდობოდი კომუნისტებს, ისინი მალავდენ ვირუს, უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლები რეალურ მონაცემებს მალავენ, რის გამოც აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანმომ უნდა შეწყვიტოს ჩინეთისთვის ხელის დაფარება, ტედროს ადანო გებრეისუსი უნდა გადადგეს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად რაღაც უნდა ვიღონოთ. მათი საქციელი უპასუხისმგებლო და უსინდისობაა, ვინაიდან მთელ მსოფლიოში ათობით ათასი ადამიანი იხოცება“, – განაცხადა სენატორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.