პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციურად, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 230-მა დეპუტატმა დაუჭირა, 226 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.
კანონპროექტის მიხედვით 2020 წლის, 10 მაისი საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება, მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრა იგივე პრინციპით გაიმართება.
ხმის მიცემა შესვენების გარეშე დილის 6 საათიდან, საღამოს 8 საათამდე გაიმართება.
ახლა მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს.
საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში მიმდინარე წლის 10 მაისს უნდა გაიმართოს, ოპოზიცია კი არჩევნების გადატანას ითხოვს და აცხადებს, რომ ქვეყანამ ახლა მთელი რესურსი კორონავირუსთან ბრძოლას უნდა მოახმაროს.
ამ საათების განმავლობაში ამომრჩეველს, მარტო ან სხვა პირის საშუალებით, მოუწევს კონვერტზე პასუხის გაცემა და განთავსება სპეციალურად მომზადებულ საფოსტო ყუთში განთავსება.