ძიუდოში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ გადაიდო.ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ძიუდოს კავშირმა მიიღო.
მიღებული გადაწყვეტილებით, ტურნირი 8-10 ნოემბერს ჩატარდება.
ევროპის ძიუდოს კავშირმა გაუქმა ყველა ღონისძიება, რაც ივლისის ბოლომდე უნდა ჩატარებულიყო.
ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი მუდმივად დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას.