უწყებათშორისმა საბჭომ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარებულ სხდომაზე განიხილა ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ იფი საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება.
ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში წარიმართოს.