ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში საუკეთესო ვარცხნილობის მქონე ვარსკვლავები დაასახელეს.
ათწლეულის საუკეთესო ვარცხნილობის ვარსკვლავი ბიონსე გახდა. ბიონსეს უამრავ ჯილდოს და ტიტულს კიდევ ერთი შეემატა: მომღერალი ბოლო ათწლეულის საუკეთესო ვარცხნილობების მქონე ვარსკვლავად დაასახელეს. წამყვანმა თმის სტილისტებმა ერთხმად აღიარეს: რაც ბიონსეს თავზე 10 წლის განმავლობაში ხდება, შეუდარებელი სადალაქო ოსტატობის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ ბიონსე საკმაოდ ხშირად იცვლის ვარცხნილობას. ვარსკვლავმა მოსინჯა თითქმის ყველაფერი – დაწყებული აფრიკული ნაწნავებიდან, დამთავრებული გასწორებული თმით და უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალს ყველაფერი უხდება. სწორედ ამიტომ ბიონსემ წამყვანი სტილისტების ხმათა 20% დაიმსახურა.
მეორე ადგილი სპორტსმენ დევიდ ბექჰემს ხმათა 18% ერგო, ხოლო საპატიო მესამე ადგილზე შერილ კოული გავიდა.