დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე იაკობის განცხადებას „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა.
„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ შესაძლებელია მე ეკლესიაზე შეტევა განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია. ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანს ელაპარაკება.
ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც მე საპატრიარქოში ვიყავი. იცის მან მე რაზეც ვისაუბრე. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები მომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააკრიტიკა.
მეუფე იაკობის თქმით, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.