ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანთა თანადგომის არა ერთი აქცია ჩაატარა.
მიმდინარე წლის 17 აპრილს, უწყებამ მორიგი თანადგომის აქცია ჩაატარა, ამჯერად რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის. მათ სასურსათო კალათები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ გააგრძელებს.
#StopCoV #COVID19
#დარჩისახლში
(R)