ქობულეთის შემოვლით გზაზე, კვირიკეს გადასახვევთან მომხდარი ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. “აჭარის” ტელევიზიის ინფორმაციით, ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.
მათივე ინფორმაციით, სასწრაფო ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.
რაც შეეხება დაშავებულებს _ ექთანი და მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მესამე დაშავებული პაციენტი ბათუმის კლინიკაში გადაჰყავთ.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე სასწრაფოსა და სამაშველო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.