,,ურჩი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე მრევლს აკრძალვების მიუხედავ მიიღებს“ – ამ სათაურით CNN-ი სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ავტორი ნილ ჰოუერი აღნიშნავს, რომ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღია, თუმცა აღდგომის დღესასწაულის გამო ქვეყნას სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდება.
,,საქართველო სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. ამ კვირას, აღმოსავლეთის ქრისტიანული კალენდრის მიხედვით, აღდგომის დღესასწაული აღინიშნება, ხოლო ძლიერი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გეგმავს მაშტაბური დღესასწაულის ჩატარებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.
საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსს დროულად უპასუხა. მთავრობამ, 29 თებერვალს, სკოლები დახურა, როდესაც ქვეყანას მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა.
პირველივე დღეებიდან, ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან ისმოდა მოწოდება სოციალური დისტანციის დაცვის და სხვა აუცილებელი ზომების გათვალისწინების შესახებ. პარასკევს კი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, უარი თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელებიც ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.
ეკლესიები საქართველოს მასშტაბით ღია არის და აგრძელებს ღვთისმსახურების ჩატარებას, რომელიც, ექსპერტების აზრით, შესაძლოა დამღვუპველი იყოს.
გასულ კვირას, ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა აღენიშნათ ბზობის დღესასწაული მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ 30 მარტს გამოაცხადა კარანტინის რეჟიმი, რომელიც 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს.
ეპიდემიოლოგების რჩევების მიუხედავად, ტრადიციულმა ეკლესიამ უარი თქვა, ზიარების წესის შეცვლაზე. მორწმუნეები, მსახურების ბოლოს ერთი კოვზით ეზიარებიან.
,,კოვზი ხშირად არც ირეცხება“ – აცხადებს ,,CNN”- თან საუბარში ,,საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტში“ რელიგიის საკითხების მკვლევარმა სალომე კანდელაკმა.
კანდელაკის თქმით, საპატრიარქოში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს, თუმცა საეკლესიო პირებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რელიგიური რიტუალების დროს დაინფიცირება გამორიცხულია.
”გამორიცხული არის, რომ ეს ვირუსი გავრცელდეს ეკლესიის მიერ”, – თქვა მიტროპოლიტმა გერასიმემ, მღვდელმთავარმა, რომელიც ხელმძღვანელობს დიდ ეპარქიას დასავლეთ საქართველოში.
ამ კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრი და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ სააღდგომო მსახურების ჩატარება მოხდება. მათი თქმით, მსახურებისას COVID-19-სგან მრევლის დაცვას დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან, ამ ზომებში შედის სოციალური დისტანციის დაცვა პოლიციის დახმარებით და სასაფლაოების ჩაკეტვით.
მიუხედავად ამისა, მთავრობამ, განაცხადა, რომ ქვეყანა ვირუსის გადაცემის პიკურ ფაზაში შედის და კვლავ განაგრძობს მორწმუნეებისთვის მოწოდებას, რომ დარჩნენ სახლში.
“დიდ ეკლესიებში, მსახურების განმავლობაში, ორი მეტრი უნდა იყოს დაშორებული ადამიანებს შორის, ხოლო მცირე ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იმსახურებენ. თითოეულ ეკლესიაში მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომ დაიცვან კომენდანტის საათი და სოციალურ დისტანცია “, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას სპიკერმა. მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ეკლესიის საზღვრის გარეთ არსებული პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ ზომებს.“ – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ნილ ჰოუერი სტატიაში აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების აზრით მთავრობა, ხელს უწყობს ეკლესიას და არ სურს აღმასრულებელი ზომები განახორციელოს ეკლესიასთან დაკავშირებით.
,,ანალიტიკოსები აზრით მთავრობას, რომელიც ,,ქართული ოცნების“ პარტიას ხელმძღვანელობს, ხელს უწყობს ეკლესიას და არ სურს აღმასრულებელი ზომები განახორციელოს ეკლესიასთან დაკავშირებით.
”მე დღემდე მიკვირს, რომ ეკლესია მომავალზე არ ფიქრობს,” – თქვა კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თამუნა ხოშტარიამ.
მე გაკვირვებული ვარ, რომ მთავრობა მათ ამის საშუალებას აძლევს, რადგან მათ ამდენი ძალისხმევა გაწიეს ვირუსის გავრცელების შემცირებასთან დაკავშირებით. ახლა ეს ყველაფერი კი უშედეგოდ გამოიყურება.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ როგორც ეკლესია, ისე სახელმწიფო არ უფრთხილდება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ჯანდაცვის სამინისტრო და პრემიერ მინისტრის აპარატი ჯერ არ უპასუხიათ CNN– ის კითხვებისთვის.
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან სოციალური დისტანციური ზომები და გააფრთხილა, რომ “თუ ჩვენ სახლში არ დარჩებით … სიკვდილის მაჩვენებელი შემაძრწუნებელი იქნება”. – წერს ნილ ჰოუერი.
ის, ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ეკლესიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიაებმა, მათ შორის რუსულმა და ბერძნულმა ეკლესიებმა მრევლს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
,,ქართული ეკლესიის გადაწყვეტილება განსაკუთრებით გაუგებარია, იმ ფონზე, როდესაც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოფიციალურად მოუწოდა თაყვანისმცემლებს სახლში დარჩენისკენ, საბერძნეთის ეკლესიამ კი გადაწყვიტა მასობრივი მსახურება შეეჩერებინა.“ – ამბობს სტატიის ავტორი.
ნილ ჰოუერი აღნიშნავს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა ეკლესიის მსახურები.
,,ვირუსი უკვე შეეხე ეკლესიის მსახურებსაც, მედიის ინფორმაციით 7 აპრილს სტიქაროსანს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება, ხოლო სამშაბათს ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა სასულიერო პირს. – ამბობს ავტორი.
მისი თქმით, სააღდგომო დღესასწაულების გამართვას შეუძლია ქვეყანას დიდი საფრთხე შეუქმნას.
,,საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობის გაწევა, მიმდინარე კრიზისთან მიმართებით, კიდევ უფრო ზრდის ზოგიერთ საზოგადოებრივ აზრში კრიტიკულ შეხედულებას, მრავალი ქართველი გამოთქვამს საპატრიარქოს მიმართ კრიტიკას სოციალურ მედიაში.
ახლა, რჩება იმის გარკვევა, თუ როგორ მოიქცევა მრევლი სააღდგომო მსახურებაზე, შეზღუდვებისას. ეკლესიის სპიკერის განცხადებით, პატივს ცემენ მრევლს, რომლებიც ეკლესიაში დარჩებიან საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე, რათა არ მოხდეს პრემიერ-მინისტრის ბრძანების დარღვევა.
,,ეკლესიის მკაფიო მხარდაჭერის გარეშე, მთავრობის მხრიდან რაიმე სახის მცდელობა ცალმხრივად შეაჩეროს რელიგიური ცერემონიები, ნაკლებად სავარაუდოა.
საპატრიარქომ თქვა, რომ ეს არის ღმერთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, თუ მორწმუნეებს ეკლესიაში წასვლაში ხელს შეუშლიან“ – ამბობს კადელაკი“ – წერია სტატიაში.
სტატიის ავტორი ნილ ჰოუერი, ბოლოს აღნიშნავს რომ ამ სააღდგომო დღესასწაულებს შეუძლია ქვეყნას უდიდესი საფრთხე შეუქმნას, თუ უზარმაზარი ხალხი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მოწოდების საწინააღმდეგოდ მოიქცევიან, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების ჩანაწერს საეჭვოს გახდის.