ეს ფოტოები ქალაქ ოზურგეთში, ერთ-ერთ სასაფლაოსთან არის გადაღებული. ორი დღის განმავლობაში სასაფლაოს მისასვლელთან ჯარისკაცები და პოლიციელები დგანან.
ფაქტი სახეზეა – ადამიანებმა ხელისუფლების და მედიკოსების რეკომენდაციები გაითვალისწინეს და საფლავებზე „კვერცხის გადაგორება“ გადაიფიქრეს.