გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე ადამიანი დაკრძალეს.
გარდაცვლილი ადრე სოფელ ვაკიჯვრში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ქობულეთში გადავიდა საცხოვრებლად.
გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, არჩილ მჟავიას თქმით, გარდაცვლილიწესების სრული დაცვით დაკრძალეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია _ 93; გარდაცვლილი – 4; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი _ 503; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.