ორივე ნიმუშზე უარყოფითი პასუხი მოვიდა სამტრედიის ცხელების ზონაში. მოქალაქეებმა, რომლებმაც ცხელების სიმპტომებით სამტრედიის სამედიცინო ცენტრს მიმართეს, ვანის მცხოვრებლები არიან. ქუთაისის ლაბორატორიიდან მათ უარყოფითი პასუხები მოუვიდათ.
სამტრედიის ცხელების ზონას გუშინ, 19 აპრილს, ამჯერად, სამმა სამტრედიელმა პირმა მიმართა საეჭვო სიმპტომებით. მათ ტესტი კოვიდ-19-ზე აუღეს, რომელიც დღეს დილით გადაიგზავნა იმერეთის ზონალურ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა თევზაძე ,,გურია ნიუსთან” მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგად მდგომარეობას დამაკმაყოფილებელად აფასებს:
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ზოგადად, ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია. ქუთაისიდან ველოდებით სამი ნიმუშის პასუხს. თვითიზოლაციაში სამი პირი იმყოფება”.