სანზონაში, მუხრანის ქუჩაზე გაზი ჟონავს. როგორც ადგილიდან “გურია ნიუსის” ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.
თვითმხილველების ინფორმაციით, გაზის მილს ავტომობილი დაეჯახა.
ადგილობრივების განცხადებით, გაზი ამ წუთებშიც ჟონავს.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.