იტალიაში, კრემონას პროვინციის ქალაქ გალინიანოში, სამართალდამცავებმა სასულიერო პირი კორნავირუსით დაღუპულთა მოსახსენიებლად გადახდილი პარაკლისის გამო დააჯარიმა, _ ამის შესახებ ინფორმაციას ,,cremonaoggi“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სასულიერო პირმა დონლინო ვიოლამ პარაკლისი 13 ადამიანის თანდასწრებით გადაიხადა, ამის შესახებ კი ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა, რის შემდეგაც სამართალდამცავები ტაძარში მივიდნენ.
პოლიციამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მასობრივი შეკრებას, რაც კარანტინის რეჟიმით აკრძალულია.
როგორც გამოწცემა წერს, პოლიციელები ცდილობდენ მსახურების შეჩერებას, სასულიერო პირმა კი მათ განუცხადა, რომ დაკავებულია და პარაკლისის დასრულების შემდეგ უპასუხებდა მათ.
მედიის ინფორმაციით, სასულიერო პირი 280 ევროთი დააჯარიმეს. სასულიერო პირი, როგორც თავად აცხადებს, ჯარიმას გადახდას არ აპირებს, რადგან აკრძალვა მასობრივ ღონისძიებებს ეხება და არა საეკლესიო მსახურებას.
,,მე არ ვაპირებ ჯარიმის გადახდას, რადგან აკრძალვა მასობრივ ღონისძიებებს ეხება და არა საეკლესიო მსახურებას. დარწმუნებული ვარ, რომ მასობრივი შეკრება არ გამომიწვევია. მე იურისტებს ვესაუბრები, რადგან გაირკვეს, რომ არ ყოფილა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მე იარაღიან მამაკაცს ვუთხარი, რომ ჯარიმა ეკლესიის ეზოში გამოეწერათ და არა ეკლესიაში.“ – განაცხადა დონლინო ვიოლამ.