ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ახალგორში უკვე მესამე დღეა ძლიერი ხანძარია. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ცეცხლი ტყეშია გავრცელებული.
„ტყეში ცეცხლი ფოთლებს უკიდია, რომლის მასშტაბი საკმაოდ დიდია. სამჯერ მოხდა თანამშრომლების მობილიზება და ტყეში შესვლა. დღის მანძილზე ჩვენ ვახერხებთ ცეცხლთან გამკლავებას, თუმცა ღამით ვრცელდება“, – აღნიშნულია ე.წ. სახანძრო სამსახურში.
მათივე თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილებშია, სადაც ტექნიკით შესვლა შეუძლებელია. „გვიწევს ცეცხლი ჩავაქროთ ნიჩბებით და ფოცხებით“,-აცხადებენ ე.წ. სამსახურში.
წყარო: ინტერპრესნიუსი