წყლის ბზიკი
მისი გრძელი საცეცები დაფარულია უთვალავი მსუსხავი უჯრედით. ყველა ეს უჯრედი მსხვერპლთან შეხებისთანავე სკდება და აღწევს თავდასხმის ობიექტის კანქვეშ. შხამი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია ზღვის მედუზების შხამებს შორის, მყისიერად იწვევს ნერვული სისტემის პარალიზებას, სუნთქვის გართულებას და ინფარქტს. ამ მედუზას შხამისგან ყოველწლიურად 70-მდე ადამიანი იღუპება.
ლურჯრგოლა რვაფეხა
მისი შხამი სუნთქვითი ცენტრების დაუყოვნებლივ პარალიზებას იწვევს და არ არსებობს ამ შხამის საწინააღმდეგო არავითარი ანტიდოტი. ერთადერთი შანსი, მსხვერპლი გადავარჩინოთ, არის ხელოვნური სუნთქვის აპარატი.
ქვათევზა
ქვათევზა კამუფლირების დიდოსტატია. შენიღბვის არაჩვეულებრივი უნარის მეშვეობით ქვას ჰგავს და ხშირად გამოცდილი მყვინთავებიც კი ვერ ამჩნევენ. მის ნემსებს აქვთ უნარი, მყვინთავის ჩექმის უსქელეს ძირშიც კი შეაღწიონ. ინფარქტი და სხეულის წნევის დაცემა მომენტალურად დგება და ადამიანი იღუპება.
კეგლისებური ლოკოკინა
ხშირად ამ ლოკოკინას, რომელიც ტროპიკულ წყლებში ბინადრობს, გამოუცდელი ადამიანი ხელს სტაცებს ხოლმე, რათა მისი ულამაზესი ნიჟარა იგდოს ხელთ. ეს საბედისწერო გადაწყვეტილებაა. კეგლისებური ლოკოკინას შხამის უმცირესი დოზებიც კი საკმარისია 20 ადამიანის სასიკვდილოდ. ერთი შეხედვით უწყინარ ცხოველთან შეხებას საშინელი ტკივილები, სუნთქვის უკმარისობა და მხედველობის ფუნქციის დარღვევა, ხოლო შემდეგ სიკვდილი მოსდევს.
ხმელთაშუაზღვისპირეთის ყვითელი მორიელი
ეს მორიელი ძალიან შხამიანი და აგრესიულია. თურქეთში, აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთში და არაბეთის ნახევარკუნძულზეა განვითარებული.