ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „გურია ნიუსთან“, სხვადასხვა არსებულ პრობლემურ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
_არასდროს ისე არ ჰქონია გლეხს სურვილი მიწის დამუშავებისა, როგორც დღეს აქვს. მთავრობა რას აკეთებს მისდასახმარებლად? მიდით და ნახეთ მექანიზაციის ცენტრში, 40 ტრაქტორი დატოვა მიშა სააკაშვილმა. რატომ ალპობენ? დაუყენებიათ იქ და უყურებენ. ხალხს დაუხნან საყანეები უფასოდ. ისეთ ფასს სთხოვენ, ადამიანი ვერ გადაიხდის ან რატომ უნდა გადაახდევინონ? რის ანტიკრიზისული გეგმაა ის, სადაც გლეხისთვის ჰაერივით საჭირო ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე არაფერია ნათქვამი? საერთოდ გაუგებარია, ადამიანი ვერ მიხვდება, რა უწერიათ შიგ, _ გვითხრეს ნაციონალმა დეპუტატებმა, ბესო ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ.
საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა, დავით მამალაძემ კი დახვნა-დათესვასთან ერთად, მოსახლეობისთვის, თითოეულ ოჯახზე მთავრობისგან 1000 ლარის გადაცემაზე ისაუბრა:
_იცით, რას გეტყვით? ერთმა აფერისტმა ბანკირმა რომ ასიათასი ჩარიცხავითომ კოვიდის პრევენციისთვის და მეორე თაღლითმა ოლიგარქმა ასი მილიონი, სადაა მერე ეს ფული? ვის მისცეს და ვის დაეხმარნენ?ეგერ, 12 სართულიან სახლებში რომ ხალხია გამოკეტილი ან სოფლებში რომ ჯინჭრის საკრეფად დავრბივარტ ტყე-ღრეში და იმას ვჭამთ, რატომ არ ეხმარებიან ხალხს? სადაა ეს თანხები, სად ჩანს, ვის ატყუებენ?! დაურიგინონ თითოეულ ოჯახს ათასი ლარი, _ თქვა მამალაძემ.
_თქვენ ჭინჭრის საძებრად დადიხართ ტყეში და იმით იკვებებით? _კი, აბა, მეც ვკრეფ და ხალხიც დადის.
_ ვიცი, რომ ძალიან ძილერი ოჯახი გაქვთ, მშრომელი ადამიანი ხართ…
_მერე რა, ჯინჭარსაც ვეძებ, მჭირდება. გარდა ამისა, ხომ იცით, რომ გურიის ბეღელი იყო მოლიან-ლეკიანი, იმდენი ყანა ითესობდა. ახლა ჩადით და ნახეთ, ჭილოფითაა სავსე, ჭაობად არის ქცეული იქაურობა. დაუხნან ხალხს, რას აკეთებენ, მილიონები იხარჯება სოფლის მეურნეობის აღირძინებისთვისო, რო გაჰყვირიან. რომელი ქოსატყუილა და მიუნჰაუზენი შეედრება მაგათ, წაქცეულია სოფელიც და გლეხიც, _ გვითხრა დავით მამალაძემ.