საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე ახალი ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.
„დილა მშვიდობისა!
ეს არის ერთი და მსგავსი იმ სახლთაგან, სადაც გუშინ მივაკაკუნეთ. ადამიანებს არ გაჩვენებთ, მათ შორის ბავშვებს – ფოტოები იოლად დაგანახებთ მათ სახეებსაც – უიმედოს და უსაყრდენოს.
მე უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ჩემი მუშაობის მნიშვნელოვანი დრო, სწორედ ამ ადამიანების უმცირეს საყრდენად ყოფნას მიეძღვნება. გურული დღიურების ფონდი გაძლიერდება და გაფართოვდება. ცხადია, ის შეინარჩუნებს საწყის მიმართულებას – გვეყოლება სტიპენდიატები მთელი საქართველოდან, ხოლო ჰუმანიტარული თვალსაზრისით ჯერ მხოლოდ გურიაში იმუშავებს. გვინდა ხანდაზმულთა დღის კლუბი შევქმნათ და კიდევ არაერთი იდეა გვიტრიალებს. ვნახოთ, შევხედოთ…“_ წერს კეკელიძე.