მკვლევარების თქმით, თუ გლობალური დათბობა გაგრძელდება, ცოტა ხანში 3 მილიარდზე მეტ ადამიანს ცხოვრება „თითქმის შეუძლებელ“ პირობებში მოუწევს.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 2070 წლისთვის ადამიანებს ცხოვრება მოუწევთ ისეთ კლიმატურ პირობებში, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის შესაფერისი არ იქნება.
კვლევა მომზადებულია არქეოლოგების, ეკოლოგების და კლიმატის მეცნიერთა საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის მიერ.
კვლევა იუწყება, რომ თუ სათბური გაზების ემისია არ შემცირდება, საშუალო წლიური ტემპერატურა მოიმატებს და კლიმატის ნიშას გადააჭარბებს.
ეს ნიშა უდრის საშუალო წლიურ ტემპერატურას დაახლოებით 52- 59 ფარენგეიტს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, მიუხედავად ყველა ფორმის ინოვაციისა და მიგრაციისა, ძირითადად ამ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ.
როგორც მეცნიერები იუწყებიან, ემისიებმა გამოიწვია პლანეტის ტემპერატურის დონის აწევა, რაც ბუნებრივი ფაქტორით ვერ აიხსნება.
მკვლევარების მტკიცებით, ცხელი ჰავა გავრცელდება ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ სამხრეღ ამერიკის, სამხრეთ აზიის და ავსტრალიის დიდ ნაწილებზე.
„პლანეტის დიდი უბნები გადაცხელდა, მაგრამ კვლავ გაგრილება არ შეუძლიათ“,_ ამბობს კვლევის თანაავტორი, მარტენ შეფერი.
„ამას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება, მაგალითად, საზოგადოებას ნაკლებად ექნება შესაძლებლობა გაუმკლავდეს ახალ კრიზისებს, მაგალითად, ახალ პანდემიას. ერთადერთ რაც ამ მოვლენების შესაჩერებელ მეთოდს წარმოადგენს, ნახშირბადის ემისიის სწრაფი შეჩერებაა.
სათბურის გაზების ემისიების სწრაფმა შეჩერებამ, შეიძლება შეამციროს ასეთ ცხელ პირობებში მყოფი ადამიანების რაოდენობა“,_ ამბობენ მკვლევარები.