სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა ზურაბიშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას აქვეყნებს.
“ზაზა იხსენებდა ხოლმე, ჩემი ძმა – კარი გავაღე და ვიღაც ტიპი იდგა, ტიროდაო… მამას დავუძახე და მისი ფრონტელი მეგობარი აღმოჩნდა, ერევნიდან ჩამოსული…. შენ რო გადამარჩინეო და ვერ იკავებდა თურმე ცრემლებს… ახლა კიდევ ერთხელ გადავხედე მამაჩემის “პაპკაში” ჩადებულ წერილებს და ვნახე უამრავი მისალოცი ბარათი: ერევნიდან – არაქელოვის, კიევიდან ბელუხასი, თელავიდან თვალიაშვილის, ბათუმიდან ჯიჯეიშვილის… სევასტოპოლის მუზეუმიც უგზავნიდა თითქმის ყოველ წელს მადლიერებით სავსე წერილს… იქ იბრძოდა, ყირიმში … ქერჩის ნახევარკუნძულზე…1939 წლიდან, ჯერ ჯარში, ტაჯიკეთის საზღვარზე, მერე ომში… ისე გადაისროლეს ფრონტის წინა ხაზზე, მშობლებთან ჩასვლას ვერ ასწრებდა და სადგურის ბაქანზე შეხვდნენ 3 წლის უნახავ შვილს… როცა ჩემი შვილები წამოიზარდნენ, 9 მაისს ყოველთვის მივდიოდით მამასთან, შევუღებდი ოთახის კარს და შევძახებდი – აბა, თადარიგის მაიორო, ზამ კამანდირა პალკა, ზურაბიშვილო – გილოცავ გამარჯვების დღეს თქო… ცრემლები ადგებოდა თავის ჭროღა თვალებზე…“ – წერს ფეისბუქზე ნანა ზურაბიშვილი.