ისტორიკოსი და კინოთმცოდნე ირაკლი მახარაძე სოციალურ ქსელში “გურული მოჯირითის დღიურიდან” ნაწყვეტს აქვეყნებს.
“ამ დილაზე წერილი მივიღე. კაცი გაშტერებული ვარ რაფერ ამისრულდა სიძმარი. ბოლო ხანებია რაცხა ცუდ სიძმრებს ვნახულობ. უცნობი ხალხი მესიზმრებოდა მთლა თეთრეფში უცხო ოდაში აქეთ-იქით დეიარებოდენ თითქოსდა რაცხას ეძებდენ. ვაყურებდი ნაცნობია მეთქი მარა მაინც ვერ ვცნობდი მარტო ჯემალაი ვიცანი. იგი იყო და იცინოდა. ასე გაგძელდა რამოდენიმე ღამე ვიცოდი რომ ცუდი ამბავი მელოდა და ამისრულდა ჯემალაის სიკტილი მოულოდნელი იყო ჩემდა ნამეტარი გული დამწყვიტა. კაცის ცხოვრება კაპიკი არ ღირს. რაცხას წვალობ ხლაფორთოფ და უცფათ მუა ნიქელგაბრიელი და გათავდა საქმე”.