საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესდა შეზღუდვები, რომელიც გულისხმობდა საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გამოცხადებას. ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და რამოდენიმე დღით ჩაიკეტა დიდ ქალაქებში შესვლა და გასვლა, დაიხურა საზღვრები და შეწყდა საჰაერო მიმოსვლა, ასევე დაიკეტა საწარმოები. აღნიშნული შეზღუდვები კი საქართველოში ჰაერის ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახა.
გარემოს დაბინძურების მონიტორიგნის დეპარტამენტის უფროსის, მარინე არაბიძის თქმით, წინაწელთან შედარებთ, ჰაერის აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა.
,,გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით აწარმოებს უწყვეტ მონიტორინგს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის. ჩვენ, გვაქვს 8 ავტომატური სადგურები, რომელიც 5 სადგური განთავსებულია თბილისში, ასევე თითო-თითო სადგური გვაქვს ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში. ეს სადგურები აწარმოებენ გაზომვებს ჰაერის დამაბიძურებელ მავნე ნივთიერებების შემცველობაზე.
რათქმაუნდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ანუ დამაბიძნურებელი კონცენტრაციამ მოიკლო. ეს უკავშირდება იმიას, რომ შემცირდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა და შესაბამისად, განსაკუთრებულად შემცირდა ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა.
ჩვენ გავაკეთეთ 2018-2019 წლის მარტის ჯამი, ერთი წლიური, საშუალო წლიური კონცენტრაცია ავიღეთ და შეავადარეთ 2019 -ის და 2020 წლის მარტამდე ანუ საშუალო წლიური კონცენტრაცია, მთელი წლის მანძილზე თბილსში იყო ინტესიური მოძრაობა და ყოველთვის აზოტის დიოქსიდი იყო +5-ში, ნორმაზე გადაჭარბება, წინა პერიოდში კი 59 კგ/მ3-ზე, რაც ნორმას აჭარბებდა 1,5-ჯერ, მაგრამ მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში განახევრდა თითქმის 30 კგ-მზე ჩამოვიდა. ესეთი კლება, ჩვენ დავაფიქსირეთ სადგურებზე, სადაც ქუჩის პირას, გზის პირას არის განთავსებული, ეს კლება მარტო დედაქალაქში არ აღინიშნებოდა მაგალითად ბათუმში ჩვენ მნიშვნელოვანი კლება ვნახეთ“, _ განაცხადა არაბიძემ.
როგორც მარინე არაბიძემ აღნიშნა, აპრილის თვეში, როდესაც მკაცრი შეზღუდვები იყო, სადგურებზე დაფიქსირდა ჰაერის კონცენტრაციების კარგი ან ძალიან კარგი მაჩვენებელი.
,,თუ აპრილზე ვიმსჯელებთ, როცა მკაცრი შეზღუდბვები იყო დაწესებული, აზოტის დიოქსიდს ვზომავდით ინდიკატორული გაზომვებით, ეს კი ევროპული მეთოდია. აპრილის თვეში, ჩვენს ყველა სადგურზე გვქონდა კარგი ან ძალიან კარგი ჰაერის კონცენტრაციები.
მთელ მსოფლიოში, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილელბა იყო, ამ კუთხით რათქმაუნდა საქართველოც არ იყო გამონაკლისი, ჩვენს ყველა სადგურზე სადაც დაკვირვევბი გვაქვს დავაფიქსირეთ ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“,_ აღნიშნა მარინე არაბიძემ.
რაც შეეხება კიდევ ერთ დამაბიძნურებელს, ჰაერში მყარ ნაწილაკების კონცენტრაციას(PM10 და PM2.5), არაბძე ამბობს, რომ ამ კუთხით ავტოტრანსპორტი დაბიძნურების მთავრი წყარო არ ყოფილა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება მაინც შეინიშნება.
,,ყოველთვის ვამბობდით, რომ PM-ის მთავარი წყარო ავტოტრანსპორტი არ არის, მაგრამ ავტოტრასნპორტსაც შეაქვს თავისი წვლილი. ძირითად ეს არის სამშენებლო სექტორი უმსხვილეს ქალქებში, სამრეწველო ემისიები იმ ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც მსხვილი სამრეწველო ზონებია.
ასევე ძალიან სერიოზული წყაროა ქვეყნის შიგნით ღია გრუნტის და უდაბნოს მტვერი, რომელიც საქართველოში ძალიან ხშირად შემოდის სხვადასხვა მხრიდან, ეს არის საჰარის უდაბნოს მტვერი, ასევე არაბეთის ნახევარკუნძულის და შუააზიის უდაბნოს მტვერი. მყარი ნაწილაკების კუთხითაც გვაქვს მხცირედი დადებითი ტენდენცია, მაგრამ არა ისეთი თავლნათელი, როგორც აზოტის დიოქსიდის შემთხვევა“,_ აცხადებს არაბიძე.
მისივე თქმით აპრილის დასაწყისში იყო მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პიკი, რადგან ამ პერიოდში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ტრანსსასაზღვრო დამაბიძურებელი შემოიჭრა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ავტოტრანსპორტი არ არის, ამ დაბიძნურების მთავარი წყარო, ამიტომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მეტი ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სექტორზე, სამრწველო სექტორზე და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შეშის მოხმარება შევამციროთ და გადავიდეთ ალტერნატიულ, განახლებად ენერგიაზე.
როგორც მარინე არაბიძე აღნიშნავს, გარემოს დაბინძურების მონიტორიგნის სამსახური, რომელიც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენს, მუდმივად აწვიდის ინფორმაციას გადაწვეტილების მიმღებ პირებს, რომლებსაც ეძლევა რეკომენდანციები.
არაბიძის თქმით, ეს საკითხი კომპლექსურია და საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, რათა მეტი სუფთა ტრანსპორტი იყოს.