„პირველ რიგში, სააკაშვილი დაინიშნა რეფორმების ზედამხედველად. ახლა მიღებულია “ანტიკოლომოისკის” კანონი. რა ხდება სინამდვილეში უკრაინაში?”_ ამ პოსტს სოციალურ ქსელ ტვიტერში აქვეყნებს გერმანელი ანალიტიკოსი და მკვლევარი დიონის ჩენუშა.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც პრივატბანკი მის ყოფილ მფლობელებს, იგორ კოლომოისკის და გენადი ბოგოლიუბოვს გადაეცათ.
კანონპროექტს მხარი 270-მა დეპუტატმა დაუჭირა.
როგორც ცნობილია, კანონის მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოითხოვა უკრაინაში ფინანსური დახმარებების გაწევის გასაგრძელებლად.
კანონი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას პროცედურაში, რომლის თანახმადაც, ბანკების ნაციონალიზაცია და ლიკვიდაცია ხდება. სხვა საკითხებთან ერთად ის კრძალავს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გაუქმებას ბანკების გადახდისუუნარობის შესახებ.
როგორც ცნობილია, ყოფილ მფლობელებს, რომელთა ბანკებიც ნაციონალიზებული იქნა, კვლავ შეუძლიათ კომპენსაცია მოითხოვონ იმ შემთხვევებში, როდესაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები უკანონოდ იცნო.
ამ კანონპროექტის კენჭისყრა პირველად 30 მარტს გაიმართა.
ორ კენჭისყრას შორის კანონპროექტში 16 000-ზე მეტი ცვლილება შევიდა.