დღეს ჩოხატაურში მეორე მკვლელობა მოხდა. სოფელ შუა ამაღლებაში მამამ შვილს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა “მამქოლის” კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მკვლელობას მამა-შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მოკლული 29 წლისაა. ჩვენი ინფორმაციით. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დამატებით დეტალებს შსს-ს კომენტართან ერთად “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.