ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც”გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, კობა ჩახაიამ განუცხადა, ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მისივე ინფორმაციით, დაზარალებულ 5-სულიან ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ ვერსიად ელექტრო გაყვანილობა სახელდება.