საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ 2 ახალი ინფიცირებულიდან 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა.
ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის 730 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 522 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 კი დაიღუპა.