საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი 522-მდე გაიზარდა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, დღეს კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის 730 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 522 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 კი დაიღუპა.