რიცხვი 2 ერთის საპირისპიროა. ის არის ქალური, ნაზი და რომანტიკული. ამ დღეს დაბადებულები -ჭკვიანი, შემოქმედებითი ადამიანები არიან. მათ აქვთ მხატვრული ნიჭი და მდიდარი წარმოსახვის უნარით არიან დაჯილდოებულნი.
მათი ძალა გონებაშია და ყველაფერში ეძებენ არა ხორციელ, არამედ სულიერ სიამოვნებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი მეოცნებენი არიან და საკუთარ წარმოსახვაში ცხოვრობენ. ეს ადამიანები რბილი და დამთმობი ხასიათით გამოირჩევიან. მათ არ ჰყოფნით ძალა, რომ იბრძოლონ მატერიალური კეთილდღეობისთვის. არ არიან ძლიერები და გაურბიან ფიზიკურ სამუშაოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 რიცხვში დაბადებულები პარტნიორთან სულიერ სიახლოვეს ეძებენ. მათი სიყვარული გონებაში ყალიბდება და ისინი არ აღიარებენ ფიზიკურ სიახლოვეს სულიერი კავშირის გარეშე.
ამიტომაც ფიზიკური სიამოვნება მათთვის მეორეხარისხოვანია. ამ ადამიანებისთვის სექსი – იმ გრძნობის კულმინაციაა, რომელიც გონებაში დაიბადა და ამასთან, აუცილებელი არ არის, რომ ეს კულმინაცია იყოს.
ეს ადამიანები უკვე ბედნიერები არიან, თუ პარტნიორთან სულიერი კავშირი აქვთ. და გადავა თუ არა ეს კავშირი ფიზიკურში – მათთვის ეს უკვე მნიშვნელოვანი არ არის. მათი ქორწინება წარმატებული იქნება, თუ პარტნიორი მის შინაგან მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ამ ადამიანებისთვის მთავარია, ირგვლივ ჰყავდეთ სულიერად ახლოს მყოფი ადამიანები. მათი ძალა გონების სიძლიერეშია; ამიტომაც მათ უნდა ჰყავდეთ ცხოვრების მეგზურები, რომლებთანაც შინაგანი სამყარო დააკავშირებთ. ეს მათი მთავარი მოთხოვნილებაა.
ინტერესები შესაძლოა განსხვავებული იყოს, მაგრამ ინტელექტი – აი, მთავარი, რაც უნდა გააჩნდეს 2 რიცხვში დაბადებული ადამიანის პარტნიორს. წარუმატებლობის გამო ეს ადამიანები ხშირად საკუთარი თავის რწმენას კარგავენ. ამიტომაც მათ გვერდით უნდა ჰყავდეთ პარტნიორი, რომელიც გაამხნევებს და სიმტკიცეს შემატებს.
ეს ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. ამიტომაც გარშემომყოფებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ მათი წყენინებისგან.
ისინი არასექსუალურები არიან თავიანთი ფიზიკური დელიკატურობის გამო. ამიტომაც მათი პარტნიორები არ უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი სექსუალურობით. განსხვავებული ტემპერამენტი წყვილის ურთიერთობაში დისჰარმონიას შეიტანს.
ბედნიერი რიცხვები – 2-ში დაბადებულები მეტად გაუგებენ იგივე რიცხვში დაბადებულებს; ასევე შეეწყობიან 7, 16, 25, 9, 18, 27 რიცხვებში დაბადებულებს.
მტრულად განწყობილი რიცხვები -1, 10, 19, 28, თუმცა რადგან რიცხვი 28 ორიანსაც შეიცავს, მტრული თვისებები მასში შედარებით ნაკლებია.
ნეგატიური თვეები – იანვარი, თებერვალი, ივლისი. ამ თვეებში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
ბედნიერი დღეები -კვირა, ორშაბათი და პარასკევი.
ქვები -მარგალიტი, მთვარის ქვა, ზურმუხტი და ყველა მწვანე ფერის ქვა. უნდა ატაროთ სხეულთან ახლოს.
ფერები -ყველა ტონის მწვანე ღიადან დაწყებული, მუქით დამთავრებული; ასევე, კრემისფერი და თეთრი. მოერიდეთ მუქ, განსაკუთრებით კი, შავს, იისფერსა და მუქ წითელ ფერებს.
ავადმყოფობები – თირკმელი და საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა.
რეკომენდაციები:
2 რიცხვში დაბადებულებთან უნდა იყოთ ტაქტიანები და ზომიერები შენიშვნის მიცემის დროს. მათ შეუძლიათ საკუთარი თავი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანონ და გარშემომყოფებიც დატანჯონ ამით.
2 რიცხვში დაბადებულები უნდა იყვნენ სულ დაკავებულები (უმჯობესია, ხელოვნებით), რომ მაქსიმალურად ცოტა დრო დარჩეთ ოცნებისთვის.