ანორექსია კვებითი დარღვევაა _ ამ დროს ადამიანი ხელოვნურად ცდილობს იწონიდეს იმაზე ნაკლებს, ვიდრე მისი სხეულის პარამეტრების შესაბამისი ნორმაა.
დაავადება უმეტესად ქალებში გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან. ძირითადად ის ახალგაზრდა ან თინეიჯერულ ასაკში იწყებს განვითარებას. ანორექსიის მქონე ადამიანები ძალიან ცოტას ჭამენ, ბევრს ვარჯიშობენ და ხშირად ხელოვნურად ღებინების გამოწვევას მიმართავენ.
მათი აღქმა საკუთარი სხეულის მიმართ არაადეკვატურია და მუდმივათ აწუხებთ წონა. იმ შემთხვევაშიც, კი როცა მათი წონა ნორმის ქვედა ზღვარზეა, თვლიან რომ ზედმეტი კოლაგრამები აქვთ და ცდილობენ კიდევ უფრო დაიკლონ.
ამ დროს პაციენტი ვერ აცნობიერებს, რომ სხეულის ძალიან დაბალმა წონამ შეიძლება რიგი სამედიცინო პრობლემები გამოიწვიოს. მათი მენტალური მდგომარეობა დამოკიდებულია წონაზე, ისინი კარგად გრძნობენ თავს, როდესაც დაიკლებენ და ძალიან ცუდად არიან, როდესაც მოიმატებენ. ანორექსიის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია დიდი დროის დახარჯვა საკვებზე და კალორიებზე ფიქრი, მათი მუდმივი თვლა.
ნერვული ანორექსიის მქონე ადამიანები არ აღიარებენ პრობლემას. ისინი არ თვლიან, რომ არიან გამხდრები, არ აქვთ მკურნალობის სურვილი, რადგან ეს წონის მომატებას ნიშნავს.
დაავადების გამომწვევი მიზეზი ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს რიგი მოსაზრებები.
შესაძლოა, იყოს ანორექსიისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის, კონკრეტულად რა გენეტიკური ცვლილება იწვევს ზოგ ადამიანთან ანორექსიის განვითარების მაღალ რისკს.
ანორექსიის მქონე ადამიანების მკურნალობა პირველ რიგში ფსიქოლოგიურ დახმარებას გულისხმობს. მათთან ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი მუშაობს ინდივიდუალურად ან ჯგუფური თერაპიის სახით.
პირველ რიგში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ან ფსიქოლოგს. ჩამოტვირთეთ REDMED-ის აპლიკაცია, სხვა მომხმარებლების შეფასებების საფუძველზე აარჩიეთ ექიმი, მომსახურების დრო და ტიპი. პირველადი კონსულტაციის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ რა სახის დახმარებაა საჭირო და როგორ მიიღოთ ის.
(R)