თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დოროყაშვილის ადვოკატებს აფიქრებინებს, რომ მოხდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი დოროყაშვილის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი მათი მცირეწლოვანი შვილის მისამართით.
„შემაკავებელი ორდერები გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილებმა. ეს პროცესი მიმდინარეობდა გუშინ. განვიხილეთ დეტალები. მტკიცებულებები გამოიკვლია მოსამართლემ და დარწმუნდა, რომ მოხდა ძალადობა ოჯახში ნელი დოროყაშვილისა და ბავშვის მიმართ”,_ აღნიშნა დოროყაშვილის ადვოკატმა “ტვ პირველის“ ეთერში.