9 ივნისის მდგომარეობით სამტრედიის მუნიციპალიტეტში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით 600-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. სულ გატანილია 500-ზე მეტი აგროდიზელის ფასდაკლების ბარათი.
20 მაისიდან საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა ფერმერთა წახალისებისა და აგროდიზელის სუბსიდირების პროგრამები, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ბენეფიც იარს, რომელსაც საკუთრებაში ელექტრონული რეესტრით გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გააჩნია 0,25 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე, მიიღებენ აგროდიზელის სუბსიდირებას გაანგარიშებით-1ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით. აგრეთვე, ყოველ 1ჰექტარზე 200 ქულა ერიცხებათ აგრობარათზე, რითაც მიწის მესაკუთრეებს შეეძლებათ ხვნა-თესვის ხარჯები დაფარონ და ასევე შეიძინონ სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები.
,,ვინაიდან ფერმერთა გარკვეულ ნაწილს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ აქვს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ბაზაში, მათ ეძლევათ შანსი წლის ბოლომდე პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთი და ისარგებლონ ყველა იმ შეღავათით, რაც ანტიკრიზისული პროგრამით არის განსაზღვრული”,_ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” საუბარში სამტრედიის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა, მამუკა კვანტალიანმა.