ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავი ერაყში ჩამოვარდა.
fox5vegas-ის ინფორმაციით, შემთხვევა ერაყის ბანაკ ტაჯიში მოხდა. მომხდარი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს ასცდა და კედელს შეეჯახა,რის შედეგადაც დაზიანდა და მცირე ცეცხლი გაუჩნდა.
აშშ-ს კოალიაციის ხელმძღვანელის, კაგინსის თქმით, მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ერაყის მხარის განცხადებით, თვითმფრინავში ეკიპაჟის 7 წევრი და 26 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულებს შორის პილოტები არიან.