შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის დაკარგული ბიჭი იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები.
“ახალგაზრდა მამაკაცი ხინოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც სტაციონარში გადაიყვანენ”,_ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.