ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის მიერ ერთიან კანდიდატზე შეჯერება „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარი იქნება. პარტიის აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის პირველ ტურში გამარჯვება გარანტირებული იქნება.
„თუ ოპოზიცია შეჯერდება ერთიან კანდიდატზე, ეს იქნება ჩვენთვის საჩუქარი, გამომდინარე იქედან რომ ასეთ შემთხვევაში ისინი დაგვეხმარებიან ჩვენ რომ პირველივე ტურში მოვიგოთ არჩევნები. ეს იქნება ძალიან დიდი საჩუქარი“, – განაცხადა კობახიძემ.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები თბილისის ოლქებს ვერ იყოფენ და ამიტომ ტრადიციულ ფორმატში შეხვედრას არ ჩქარობენ.