ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში, შადრევანთან არსებულ პარკში სკამი დააზიანეს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლანჩხუთში სკამებს აზიანებენ.
რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ფაქტი თბილისის ქუჩის დასაწყისში მოხდა.
აღნიშნულ ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევა და დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით.
ჩვენი ქალაქი არ იმსახურებს ასეთ ვანდალურ ფაქტებს. ერთად ვიზრუნოთ სილამაზეზე“-ამბობენ ლანჩხუთის კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრში.
კეთილმოწყობის სამსახური მოსახლეობას მაქსიმალური ყურადღებისკენ და მსგავსი ტიპის ფაქტების ერთობლივი აღკვეთისკენ მოუწოდებს.