ასიმპტომურ პაციენტებს კორონავირუსის გადაცემა შეუძლიათ 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, _ ამის შესახებ The Healthsite-ის ინფორმაციით, მკვლევარები იუწყებიან და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ინფიცირებული პირების ექსპანსიური შემოწმება და კონტაქტების კვლევა პანდემიის შესამსუბუქებლად.
მკვლევარების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასიმპტომური პაციენტები დაავადების სიმპტომებს არ აჩვენებენ, შესაძლოა ვირუსი ჩუმად აზიანებდეს მათ სხეულს.
მაგალითისთვის, Diamond Princess საკრუიზო გემზე ასიმპტომური პირების კვლევამ აჩვენა, რომ მათ ფილტვების მნიშვნელოვანი დარღვევები აქვთ. ეს, მეცნიერთა აზრით, მიუთითებს ვირუსის შესაძლებლობებზე, რომ ჩუმად იმოქმედოს ფილტვების მუშაობაზე. მათდა გასაკვირად, მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ასიმპტომურ პირებს შეუძლიათ ვირუსის გადაცემა 14 დღეზე მეტხანს.
ასიმპტომური ნიშნავს ვირუსის ტარებას უსიმპტომოდ. ვირუსის ასიმპტომურ ჯგუფში ძირითადად არიან ახალგზრდები, მათ შორის ბავშვები, რომლებსაც სავარაუდოდ, აქვთ ასიმპტომური ან COVID-19-ის მსუბუქი ფორმა.
ანტისხეულების ტესტირება საუკეთესო მეთოდად არის მიჩნეული იმ პირთა იდენტიფიცირებისთვის, რომლებმაც კორონავირუსი გაუცნობიერებლად, სიმპტომების გარეშე გადაიტანეს. ამჟამად ტესტის ჩატარება სიზუსტით ფასდება მრავალ ქვეყანაში.
კორონავირუსი ძირითადად გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე, ამიტომ, დაავადებების მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს, ჩვეულებრივ, აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები, მშრალი ხველისა და ზომიერი სიცხის ჩათვლით.
შეიძლება აღენიშნებოდეთ დაღლილობა, კუნთების ტკივილი ან თავის ტკივილი, ყელის ტკივილი. რბილი ან ასიმპტომური ინფექციის მქონე ადამიანების უმეტესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარების ძებნა და მათ შეუძლიათ თავიანთი სიმპტომების მკურნალობა სახლში, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი მიმართონ კლინიკას.