საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გიორგი გაბუნიას საქმეს გამოეხმაურა.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კადოროვის განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას არ აპირებს, მთავარია ქვეყნამ სტაბილურობა შეინარჩუნოს, დანარჩენს კი გამოძიება მიხედავს.
„კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის, რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება არის დაცული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვაა, ამაში ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.