ზუგდიდში covid-19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული 70 წლის მამაკაცია, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, 12 ივნისს შემოვიდა და ძმის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
ამ დროისთვის 7 ადამიანია კარანტინში გადაყვანილი და მიმდინრეობს ეპიდკვლევა.