ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რა დროსაც მანქანაში მჯდომი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, რაც შეეხხება დაშავებულებს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.