თიბისი, როგორც რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია, განაგრძობს ტექნოლოგიური პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის და 2020 წელს ამ მიმართულებით 200-მდე თანამშრომელს დაასაქმებს, რაც დაახლოებით 35%-ით გაზრდის ტექნოლოგიურ პოზიციებზე დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას. ისინი კომპანიაში ისეთ პოზიციებს დაიკავებენ, როგორიცაა iOS და Android დეველოპერი, Back-end და front-ent დეველოპერი, CJE (customer journey expert) – ციფრული სერვის ექსპერტი, სისტემის ანალიტიკოსი, UX და UI დიზაინერები და სხვა.
გლობალური პანდემიის პერიოდში, თიბისიმ არა მარტო შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი, არამედ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახალი პოზიციები დაამატა ტექნოლოგიური მიმართულებით, პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელება და ჯამში ტექნოლოგიურ გუნდს 200-მდე ახალი პოზიცია დაემატება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისის მიერ არჩეულ სტრატეგიას ტექნოლოგიური პროდუქტების შეთავაზებით გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.
გარდა ამისა, თიბისი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიების განათლებით კუთხითაც. თიბისის IT აკადემია დღემდე 63-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა და ყველა მათგანი თიბისიში დასაქმდა. თანამშრომელთა განათლების კუთხით კი, შექმნილია მონაცემთა ანალიზის შემსწავლელი კურსი, რომელიც უკვე გაიარა 2000 – მდე თიბისელმა.
„ჩვენი ამბიციაა, რომ შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი, რომელსაც არამხოლოდ თიბისი, არამედ სხვა კომპანიებიც გამოიყენებს, სწორედ ამიტომ ვავითარებთ IT აკადემიას და სხვადასხვა კურსით ვზრდით კვალიფიციურ ახალგაზრდებს. დღეს ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს. მეორე მხრივ, 2019 წელს ეჯაილ ტრანსფორმაციით მიღებულმა გამოცდილებამ იმაშიც შეგვიწყო ხელი, რომ ამ რთულ პერიოდს კარგად გავუმკლავდით და დღეს უკვე სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს – იმუშაონ, საიდანაც უნდათ,“- ამბობს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი.
ამ შეთავაზებამდე თიბისის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და სწორედ ამ პერიოდში მომხმარებლებს არაერთი ტექნოლოგიური სიახლე შესთავაზა. ახლა უკვე შესაძლებელია მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის აღება, პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა.
კომპანიებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ონლაინ ვაჭრობისთვის განკუთვნილი ვებგვერდები, თიბისის და VISA-ს ერთობლი პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, დაეწყოთ ელექტრონული კომერცია, ამ შეთავაზებით 450-მდე კომპანიამ ისარგებლა.
გაციფრულების ახალ ტალღაში წლის ბოლომდე კიდევ არაერთი პროდუქტის თუ სერვისის დანერგვა იგეგმება, მათ შორის ერთ-ერთია სრულიად ახალი მობაილბანკი ბიზნესებისა და იურიდიული პირებისთვის.
აქ და ახლა კი, კომპანიში 7000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 29 წელია. თიბისის ახალგაზრდა და ამბიციური გუნდის დამსახურებაა ის საერთაშორისო ექსპანიაც, რაც კომპანიამ განახორციელა – სულ მალე უზბეკეთში ტექნოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული, ახალი კონცეფციის ფილიალი გახსნება, ხოლო პირველი ქართული ნეობანკით Space-ით სარგებლობას გერმანიაში შეძლებენ.
(R)