ადმინისტრაციის აღნიშნული განცხადება, ნინო ლომჯარიას მხრიდან ზურაბიშვილის კრიტიკას მოყვა. ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას თქვა – „ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის არაქართული“.
ლომჯარიამ ეს განცხადება შემდგომ გააკრიტიკა და განმარტა, რომ „ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად იქნება, ძალადობა ძალადობაა და ეს კრიმინალია“.