გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ანი გაბეჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით მის ოჯახს მიმართა.
მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. მეც ნამდვილად გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი, _ თქვა გაბეჩავამ.
მისი თქმით, ის დამნაშავეებს ხელს არ დააფარებს და მომხდარს ძალიან განიცდის. „ეს ყველაფერი უშუალოდ მართლა მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და ამის შემდეგ მეც ძალიან ცუდად ვარ, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. ეს მინდოდა მეთქვა… იცოდეთ, რომ არცერთი წამით არ მაქვს გულგრილი დამოკიდებულება ამ ამბის მიმართ, არცერთ მათგანს არ დავაფარებ ხელს და არ დავიცავ, ვინც ამ ყველაფერში დამნაშავეა. პირველ რიგში, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. სრულიად ახალ ეტაპზე გადავდიოდი, ვერც ეროვნულ გამოცდებზე გავედი, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, რაც მოხდა ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა გაბეჩავამ.