დღეს ცნობილი გახდა “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი-დეპუტატების სია _ 30 კანდიდატიდან 29 მამაკაცი და 1 ქალი იქნება. რუსთავის საარჩევნო ოლქში წარადგინეს ნინო ლაცაბიძის კანდიდატურა.
ბოლო პერიოდში უფრო მეტად საუბრობენ ქალების ჩართულობაზე პოლიტიკაში, მაგრამ ეს ნაკლებად აისახება საქმეზე.
“გურია ნიუსმა“ ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა ”ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელს ელენე რუსეცკის.
“ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამაში არაფერი გვეუცნაურება. როგორც წესი, მაჟორიტარებს კამპანიების დროს ესაჭიროება რესურსები და ქალებს, ასე ვთქვათ, ეს რესურსები, არ აქვთ _ ეკონომიკურად ნაკლებად არის დამოუკიდებლები და კამპანიებსაც ვერ აწარმოებენ. ეს არის ის რეალობა, რომელზედაც არაერთხელ გვისაუბრია და გამოგვიხატავს მკაფიო მოსაზრებები”, _ გვითხრა ელენე რუსეცკიმ.