https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ზურაბ ბატიაშვილი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე: ეს იყო მესიჯი, რომ თურქეთი არის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური აქტორი

15:07; 24.07.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, დღეიდან კი მუსლიმური მსახურება დაიწყო. თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 10 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით,    მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვით  სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. შესაბამისად  ქრისტიანული  სამყაროს მნიშვნელოვანი სიმბოლო, აია-სოფიას ტაძარი კვლავ მეჩეთი გახდა. ლოცვის დროს კი, ქრისტიანული ხატები და მოზაიკები ფარდებით ან ლაზერით დაიფარება, ხოლო ვიზიტორებისთვის, ტაძარში შესვლა უფასო იქნება.

თურქეთის, ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.

,,აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ. გადაწყვეტილება აუცილებლად შექმნის გაურკვევლობას, ეჭვებსა და უნდობლობას, რომელიც ძირს გამოუთხრის თქვენს ძალისხმევას, გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ სხვა და სხვა რწმენის ადამიანებმა. ურთიერთგაგების, პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარების, ძველი მტრობისა და დანაწევრების თავიდან აცილების მიზნით, მოგმართავთ, გადახედოთ და შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება“ – აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წერილში.

ასევე თურქეთის პრეზიდენტს გადაწვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. აშშ-ის სენატის, სენატორების, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის და სენატორი რობერ მენდენესის განცხადებით კი,  ერდოღანის  გადაწვეტილება ქრისტიანების შეურაცხყოფაა.

,,ჩვენ, მტკიცედ ვგმობთ პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებას, წმინდა სოფიას მეჩეთად გადაკეთების თაობაზე.  ისტორიის გარკვეულ მომენტებში  წმინდა სოფიას ტაძარი ქრისტიანებისა და მუსლიმების თაყვანისცემის ადგილი იყო, ხოლო ათწლეულების განმავლობაში ყველა სარწმუნოების ხალხისათვის არაჩვეულებრივი  და სტუმართმოყვარე ცენტრი იყო.

მოვუწოდებთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და შეინარჩუნოს წმინდა სოფიას ტაძრის შესანიშნავი მემკვიდრეობა და რელიგიურად ნეიტრალური მუზეუმის სტატუსი“,- განაცხადეს სენატორებმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, მათ საპასუხოდ განაცხადა, რომ აია-სოფია თურქეთის სუვერენიტეტის საკითხია და არავის შეუძლია ჩარევა, ასევე ერდოღანმა  აღნიშნა,  რომ აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლით, თურქეთის ხელისუფლებამ ისტორიული  შეცდომა გამოასწორა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“  რონდელის ფონდის მკვლევარს, თურქოლოგს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, აია-სოფიას ბევრი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ძალიან  სენსიტიური თემაა, ამიტომ დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა ეს საკითხი, როგორც თურქეთში, ისე მსოფლიოში.

ასევე, ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ეს არის იმის მესიჯი, რომ თურქეთი არის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური აქტორი და მას შეუძლია ნაკლებად გაითვალისწინოს, ან საერთოდ არ გაითვალისწინოს, საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი.

როდესაც, აია-სოფიას ტაძარი,  ორ რელიგიურ სამყაროს შორის შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოდ არის აღიარებული… ერდოღანის ეს გადაწყვეტილება, რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, რაში დაჭირდა ან რა გზავნილი იყო?

_ ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე კონტექსტი აქვს. მათ შორის არის ისტორიული კონტექსტი, ასევე არის პოლიტიკური კონტექსტიც.

ისტორიული არის ის, რომ მე-6 საუკუნის ტაძარი, თითქმის 10 საუკუნე, როგორც ტაძარი ისე ფუნქციონირებდა, მათ შორის იყო პერიოდები, სანამ ეკლესია დაიყოფოდა,  იყო საერთო ქრისტიანული ტაძარი, შემდეგ იყო მართლმადიდებლური ტაძარი, ერთი პერიოდი იყო კათოლიკურიც, როდესაც  1204 წელს  ჯვაროსნებმა აიღეს კონსტატინეპოლი და 1261 წლამდე კონსტატინეპოლი, ლათინური იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, შემდგომ მართლმადიდებლები(ბიზანტიელები) დაბრუნდენ ამ ქალაქში.  1453 წლის 29 მაისს კი, როდესაც ოსმალებმა კონსტატინეპოლი აიღეს, სულთან მეჰმედ II-ის დავალებით,  ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს და ეს, გახდა ერთგვარი სიმბოლო ბიზანტიაზე, ოსმალეთის  გამარჯვებისა.

1934 წელს, თურქეთის პირველი რესპუბლიკის დამაარსებელმა, პირველმა პრეზიდეტმა, ათათურქმა იგი გადააკეთა  მუზეუმად.  შესაბამისად ეს, ზოგისთვის  არის სიმბოლო ოსმალეთის, ბიზანტიაზე გამარჯვების. ზოგისთვის კი თურქეთის სეკულარიზმის, მაგალითად ქემალისტებისთვის.

ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებები არსებობს, მაგალითად: როდესაც ათათურქმა ტაძარი გადააკეთა მუზეუმად, თურქეთის კონსერვატიული ძალების ერთ-ერთ მთავარ მიზნად, სწორედ აია-სოფიასთვის მეჩეთის ფუნქციის დაბრუნება იქცა და ათწლეულობის მანძილზე, ეს იყო მათი ნატვრა და ოცნება.  ასე, რომ ამას ბევრი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ძალიან  სენსიტიური თემაა, ამიტომ დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა ეს საკითხი, როგორც თურქეთში, ისე მსოფლიოში.

ასევე არის პოლიტიკური დატვირთვაც, იმიტომ, რომ საერთაშორისო არენაზე, თურქეთი, უკვე დიდიხანია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკურ აქტორად იქცა, ეს განსაკუთრებით შეინიშნებოდა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და  თურქეთის წინაშე აღარ იდგა ეგზისტენციური საფრთხე, მან ნელ-ნელა დაიწყო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება, რასაც დაემატა ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდა ერდოღანი და მისი პარტია, მათ კიდევ უფრო ბალანსირებული პოლიტიკის გატარება დაიწყეს, აღარ იყო საჭირო დასავლეთის საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება,  იმიტომ, რომ აღარ იყო  ეგზისტენციური  საფრთხე.

მათ შორის,  რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ლიბიაში, სირიაში სადაც, მეორე მხარე დაპირისპირებული რუსეთია, სწორედ რუსეთის წინააღმდეგადაც არის გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც თავს ასაღებს მართლმადიდებლობის დამცველად, საერთაშორისო ასპარეზზე. დასავლეთის მოწოდებაც იყო, მაგრამ იყო რუსეთის  მოწოდებაც, რომ ეს ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთებულიყო,  მიუხედავად ამისა მაინც გადააკეთეს. ეს იყო მესიჯი, რომ თურქეთი არის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური აქტორი, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილისთვის, რომ  შეუძლია, ისეთი ნაბიჯები გადადგას, მათი ინტერესები და მოსაზრებები  არ იყოს გათვალისწინებული.

ბოლო, რეგიონულ არჩევნებში, ოპოზიციამ მთელ რიგ ქალაქებში, მათ შორის სტამბოლში გაიმარჯვა. ამან ხომ არ განაპირობა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება?

_ ასეთი მოსაზრებებიც კი გაჟღერდა. აქ, არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ თურქეთში შემდეგი არჩევნები არის 2023 წლისთვის  დანიშნული, მანამდე ჯერ კიდევ 3 წელია დარჩენილი, რათქმაუნდა თუ არ გადმოწიეს. თუმცა ჯერ არჩევნები  არ გადმოწუევიათ და არც არის საუბარი, ამიტომ ნაკლებად არის ამასთან დაკავშირებილი, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც არ ჩანს. 

აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადება, ხომ არ ნიშნავს სეკულარული სახელმწიფოს დასასრულს და ისლამიზაციის დაწყებას?

_ ასეთი შეფასებებიც კეთდება, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ ის, რაც სეკულარიზმია, რაც გულისხმობს, რომ თურქეთი რესპუბლიკაა, თავად   სეკულარიზმის წყობაში, ძალიან ბევრი ცვლილება შემოიტანა ათათურქმა, რომელიც დღესაც ძალაშია, მაგალითად ის, რომ ლათინური ანბანია და არა არაბული. ასევ ის, რომ დასვენება არის შაბათ-კვირას და არა პარასკევს, როგორც ეს ოსმალეთის დროს იყო.

აღსანიშნავია გვარების რეფორმა, რომელიც ათათურქმა შემოიღო, იგივე ის, რომ დედაქალაქი ანკარაშია და არა სტამბოლში და ა.შ. ანუ ეს ყველაფერი ძალაშია.

ერდოღანის ამ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა, თუმცა მან, ისინი  ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევაში დაადანაშაულა, როგორ ფიქრობთ, ერდოღანს აინტერესებს საერთაშორისო საზოგადოების აზრი?

_ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ეს არის იმის მესიჯი, რომ თურქეთი არის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური აქტორი და მას შეუძლია ნაკლებად გაითვალისწინოს, ან საერთოდ არ გაითვალისწინოს, საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი. სწორედ, ეს მესიჯი იყო გაგზავნილი, თურქეთიდან უცხოეთში.

ეს არის მისი სუვერენული, უფლება, თუ რას გააკეთების მის საკუთარ ტერიტორიაზე.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება, ხომ არ გამოიწვევს ორ რელიგიას შორის დაპირისპირებას თურქეთში ან სხვა სახელმწიფოებში?

_ თურქეთის  მოსახლეობის 99.9 %  არის მუსლიმი, ამიტომ  ეს  ნაკლებად სავარაუდოა. რაც შეეხება,  საერთაშორისო არენაზე, დღეს, უფრო სხვა პრობლემები დგას დღის წესრიგში, ალბათ აქაც ნაკლებად მოსალოდნელია რელიგიური დაპირისპირება.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია-სოფიაში ყურანი წაიკითხა

ჯანმოს ევროპული ბიურო - ზოგიერთ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო