არსებობს ე.წ. პარადიგმა – “იყო, იმოქმედო, გქონდეს”. ამ მარტივ ფრაზაში იმალება ჩვენი ცხოვრების უმთავრესი ქვაკუთხედი. მაინც რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ჩვენი სურვილები რეალობად იქცეს?
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ის, რომ სამყაროს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პარადიგმის პრინციპებს უკუღმა იგებს და იყენებს, ითხოვს რა, ჯერ ჰქონდეს, შემდგომ ამისა კი მოქმედებას აპირებს და მხოლოდ ამ ორი კომპონენტის შემდეგ ფიქრობს, რომ გახდება პიროვნება. უფრო მარტივად აგიხსნით: ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ თუკი ექნება ბევრი ფული, დრო, რესურსი, შეძლებს მთების გადადგმას, ბევრი სიკეთის კეთებას, ქვეყნის აშენებას და ა.შ. და ბოლოს გახდება ბედნიერი, შეყვარებული, მშვიდი, კეთილი, უბრალოდ კარგი ადამიანი. ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა: “როცა ბევრი ფული გაქვს, ადვილია იყო გულუხვი და დიდსულოვანი”. სინამდვილეში კი ყველაფერი საპირისპიროდაა.
სინამდვილეში კი, თავდაპირველად და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა “ვიყოთ” ბედნიერი, კმაყოფილი, მშვიდი, კეთილი, გულღია, კაცთმოყვარე და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ და გვეძლევა შანსი, რათა “ვიმოქმედოთ”, საიმისოდ, რომ მივაღწიოთ სანუკვარ შედეგს, “ვიქონიოთ”, ანუ ვფლობდეთ იმას, რაც დავიმსახურეთ საკუთარი მცდელობით. ანუ ვიღებთ იმას, რაზეც ვოცნებობთ. რაც უნდა არარეალური გეჩვენებოდეთ ოცნება, ეს პარადიგმა ნებისმიერი სახის ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას ემსახურება მთელი ასი პროცენტით, იმიტომ, რომ სამყარო სამართლიანია, კანონზომიერი და ის ყოველთვის, გესმით, ყოველთვის ჯაჭვურობის პრინციპს ეფუძნება. ჯერ ვსწავლობთ გაცემას საიმისოდ, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ყველაფერი.