გამოცემა Digital spy-ის გამოკითხვის მიხედვით, საუკუნის საუკეთესო სერიალად ,,სამეფო კარის თამაშები” დასახელდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
ბრიტანელმა მაყურებელმა საუკუნის სერიალად მეორე ადგილზე ,,ძალიან უცნაური საქმეები“ დაასახელა, ხოლო მესამე ადგილზე _ ,,ექიმი კატა“.
საუკეთესო ათეულში მოხვდა: პროექტი ,,შერლოკი“, ბრიტანეთის საუკეთესო მცხობელი“, ,,მოკალი ევა“ და ,,ჩერნობილი“
როგორც ცნობილია, 2019 წელს ,,სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერია 19,3 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
სერიალმა, ასევე, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, როცა ,,ემის“ პრემიის 32 ნომინაციაში გაიმარჯვა. მანამდე ასეთი რეკორდი დაამყარა 25 წლის წინ სერიალმა ,,ნიუ-იორკის პოლიციამ“. სერიალმა 1994 წელს ჯილდო 27 ნომინაციაში მიიღო.