30 ივლისს, გურიის სინამდვილეში, უპრეცედენტო მოვლენა მოხდა _ ხელი მოეწერა გაეროს განვითარების პროგრამასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის, გომის მთის განაშენიანების გეგმის შემუშავებას.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის პარკში შედგა.
„არაფერი არ იქნებოდა შესაძლებელი, ადგილობრივი ადამიანების კრეატიული აზროვნების, დიდი ენთუზიაზმის და ინიციატივის გარეშე. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე ყველგან, სადაც მეკითხებიან, რომელია შენი ყველაზე საყვარელი ადგილიო, ვეუბნები, რომ ეს არის გურია! “- გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის ეს მისალმება ძალზე ემოციური აღმოჩნდა გურულებისთვის, აქ შეკრებილთათვის, რასაც ტაში მოჰყვა, შეხვედრის მთელ პროცესს კი ლაიტმოტივად გაჰყვა.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს გაეროს განვითარების ფონდს, ქალაბტონ ელჩს, ლუიზა ვინტონს. ძალიან მიხარია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აქვს ასეთი საუცხოო ადგილი, რომელსაც ჰქვია გომისმთა. ის დღემდე სამართლებრივად არ იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება და ახლა უკვე მიენიჭა დაბის სტატუსი სამართლებრივ ჭრილში. ამ საქმეში ძალიან გვეხმარება ეკონომიკის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო-იუსტიციის სამინისტროს ქვემდბარე უწყება. 3 აგვისტოს მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს ველოდებით, რომელიც გააცნობს ჩვენს მოსახლეობას შესაბამისი დოკუმენტაციის სამართლებრივად წარმოების წესებს და მოხდება განცხადებების მიღება. ამ პროცესში, როგორც ცივილურ ქვეყანას და ცივილურ წესებს შეშვენის, უნდა გვქონოდა განაშენიანების გეგმა. ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ, რომ დაიწყოს გომისმთის განაშენიანების პროცესი. გაგახსენებთ, რომ ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ჩვენ მიერ ბევრი რამ გაკეთდა გომისმთის პოპულარიზაციისთვის. თუმცა, შესაბამისობაში არ იყო პროცესებთან. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ელჩს, ვისი მხარდაჭერითაც დაიწყო პროცესები, რაც შემდგომ მოახდენს ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობას, _ განაცხადა ხელმოწერისას, ოზურგეთს მერმა, კოტე შარაშენიძემ.
თავად გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა ემოციურად მიმართა აქ შეკრებილებს:
_ გურია! ეს ის ადგილია, სადაც ღრუბლებს ზემოდან დავყურებთ სამყაროს! ვაკეთებთ ისე, რომ არანაირი ზიანი არ მოვუტანოთ გარემოს, არ ჩავერიოთ ველური ბუნების პროცესებში!- თქვა მან, რასაც ტაში და თბილი კომენტარები მოჰყვა აქ მოსული ადამიანების მხრიდან.
_ ჩვენი ინიციატივა არის ერთმნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ამ პროექტის ფარგლებში, რასაც ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ, მოვახდინოთ ამ შესანიშნავი ადგილის განვითარება. და ეს მოხდეს სწორად დაგეგმილი მოქმედებით, _ განაცხადა ქალბატონმა ლუიზა ვინტონმა.
მემორანდუმს ხელი, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა მოაწერეს.