გუშინ, კინოს სახლის წითელ დარბაზში საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალის _ ,,დარჩი სახლში და გადაიღე ფილმის“ დასკვნითი ნაწილი გაიმართა.
ინტერნეტ ფესტივალის შექნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2020 წლის მარტში „კოვიდ-19“ გლობალურ პრობლემად იქცა.
რეჟისორ კობა ცხაკაიას და კინოდრამატურგ იოსებ მჭედლიშვილს იდეის საფუძველზე, შემოქმედებით ადამიანებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიეცათ საშუალება, სახლის პირობებში ხორცი შეესხათ საკუთარი იდეებისთვის და შეექმნათ მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
საბოლოოდ, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად შევიდა 127 ფილმის განაცხადი. მათგან 81-მა ფილმმა დააკმაყოფილა წინასწარი პირობები და ჩაერთო კონკურსში. კონკურსს მხარი დაუჭირა საქართველოს კინოაკადემიამ, საქართველოს კულტურის პალატამ, ტელე-სტუდია „იმედმა“. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.
გამარჯვებულებს და მათ წარმომადგენლებს საქართველოში დიპლომები გადაეცათ. ცერემონია დასრულდა გამარჯვებული ფილმების ჩვენებით.