ეგვიპიტელ ,,ტიკ-ტოკერ“ მანარ სემს, გარყვნილების წახალისებისთვის 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას unilad.co.uk ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მანარ სემი, მე-6 ქალია, რომელიც ციხეში ..Tik Tok”- ზე განთავსებული პოსტების გამო მოხვდა. ის, როგორც სხვა 5 მომხმარებელი, რომელიც ციხეში მოხვდა, Tik Tok პლატფორმით რეგულარულად სარგებლობდა და გამომწერებს სხვადასხვა გასართობ ვიდეოს სთავაზობდა.
მანარის ვიდეობს ათასობით ნახვა და კომენტარი ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი პოსტები ყველას არ მოსწონდა, რადგან ის შეუფერებელი კომენტარების გამო დააკავეს.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ მანარ სემის პოსტები სკანდალებით არ გამოირჩევა, პროკურორები აცხადებენ, რომ მისი პოსტები საზოგადოების წესიერებისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან ვიდეოები პროსტიტუციის ნიშნებს შეიცავს.