გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ის პროგრამისტებს დახმარებას სთხოვს.
“პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა, მოგიწოდებთ, გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები”, – წერს თამაზაშვილი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.